понедельник, 14 ноября 2011 г.

პროექტი

<>
პროექტის სახელწოდება უძველესი ნაეკლესიევი,მითი თუ სინამდვილე?
სამიზნე ჯგუფი IX-X კლასის მოსწავლეები.
დრო 1 თვე.
პროექტის მთავარი იდეა
მნიშვნელოვანია იმით,რომ მოსწავლეები სწავლობენ მშობლიური სოფლის ისტორიას,აკვირდებიან სოფლის ცხოვრების თითოეულ დეტალს.
მიზანი მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ სოფელ ხოფურის უძველესი ნაეკლესიევი,დააკვირდნენ აკლდამების განლაგებას,მოიძიონ საარქივო და ეთნოგრაფიული მასალები,აქტიურად ითანამშრომლონ სოფლის უხუცესებთან.
შედეგი შედეგი მიღწეულია,როცა მოსწავლეები აქტიური ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის შედეგად შეძლებენ ნაეკლესიევის გაწმენდით სამუშაოებს და მის მოვლა-პატრონობას.
ბიუჯეტი პრექტის შესასრულებლად საჭიროა მსუბუქი ტექნიკა,რისთვისაც აუცილებელია გარკვეული თანხა.თანხის მოსაპოვებლად მოსწავლეები ადგენენ სამოტივაციო წერილს ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორის სახელზე.
სამოტივაციო წერილი "გთხოვთ ჩაერთოთ ჩვენს პროექტში და გაგვიწიოთ ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით".
ესგს გათვალისწინებით გეო X.I. მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას,გეოგრაფიული კვლევის მიზანს,მისი გადაჭრის გზებსა და მიმართულებებს.
მონიტორინგი ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი ნ.ბიწაძე, თემის რწმუნებული თ.ფურელიანი და ქიმიკოსი ქ.ბენდელიანი .
თანამიმდევრობა აქტივობა I- მოსწავლეები ადგენენ გეგმას გაწმენდითი სამუსაოების შესახებ.აქტივობა II- ფინანსების მოპოვების შემდეგ ირჩევენ შესაფერის ტექნიკას,რათა მოახდინონ ისტორიული კერის კვლევა დაზიანების გარეშე.აქტივობა  III - რთავენ პროექტში სოფლის ახალგაზრდებს,ფიზიკური სამუშაოების შესასრულებლად.აქტივობა IV- იღებენ ვალდებულებას პროექტის შემდგომ ეკლესიის მოვლა-პატრონობაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий