| პროექტის სახელწოდება | უძველესი ნაეკლესიევი,მითი თუ სინამდვილე? |
| სამიზნე ჯგუფი | IX-X კლასის მოსწავლეები. |
| დრო | 1 თვე. |
| პროექტის მთავარი იდეა | მნიშვნელოვანია იმით,რომ მოსწავლეები სწავლობენ მშობლიური სოფლის ისტორიას,აკვირდებიან სოფლის ცხოვრების თითოეულ დეტალს. |
| მიზანი | მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ სოფელ ხოფურის უძველესი ნაეკლესიევი,დააკვირდნენ აკლდამების განლაგებას,მოიძიონ საარქივო და ეთნოგრაფიული მასალები,აქტიურად ითანამშრომლონ სოფლის უხუცესებთან. |
| შედეგი | შედეგი მიღწეულია,როცა მოსწავლეები აქტიური ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის შედეგად შეძლებენ ნაეკლესიევის გაწმენდით სამუშაოებს და მის მოვლა-პატრონობას. |
| ბიუჯეტი | პრექტის შესასრულებლად საჭიროა მსუბუქი ტექნიკა,რისთვისაც აუცილებელია გარკვეული თანხა.თანხის მოსაპოვებლად მოსწავლეები ადგენენ სამოტივაციო წერილს ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორის სახელზე. |
| სამოტივაციო წერილი | "გთხოვთ ჩაერთოთ ჩვენს პროექტში და გაგვიწიოთ ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით". |
| ესგს გათვალისწინებით | გეო X.I. მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას,გეოგრაფიული კვლევის მიზანს,მისი გადაჭრის გზებსა და მიმართულებებს. |
| მონიტორინგი | ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი ნ.ბიწაძე, თემის რწმუნებული თ.ფურელიანი და ქიმიკოსი ქ.ბენდელიანი . |
| თანამიმდევრობა | აქტივობა I- მოსწავლეები ადგენენ გეგმას გაწმენდითი სამუსაოების შესახებ.აქტივობა II- ფინანსების მოპოვების შემდეგ ირჩევენ შესაფერის ტექნიკას,რათა მოახდინონ ისტორიული კერის კვლევა დაზიანების გარეშე.აქტივობა III - რთავენ პროექტში სოფლის ახალგაზრდებს,ფიზიკური სამუშაოების შესასრულებლად.აქტივობა IV- იღებენ ვალდებულებას პროექტის შემდგომ ეკლესიის მოვლა-პატრონობაზე. |
Показаны сообщения с ярлыком გეოგრაფია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком გეოგრაფია. Показать все сообщения
понедельник, 14 ноября 2011 г.
პროექტი
შეფასების რუბრიკა
| კრიტერიუმი | 1-4 | 5-8 | 9-10 |
| დავალების სისტემატიურად შესრულება | არ ასრულებს დავალებას | პერიოდულად ასრულებს,თუმცა შეინიშნება გარკვეული უზუსტობა. | სისტემატურად და კარგად ასრულებს დავალებას. |
| დავალების სწორად გააზრება | ვერ იაზრებს დავალებას,ვინაიდან არ არის საგაკვეთილო პროცესში ჩართული. | ცდილობს,თუმცა უშვებს მცირე შეცდომებს. | შემოქმედებითად უდგება ყველა სახის დავალებას. |
| ენობრივი და შინაარსობრივი გამართულობა | ვინაიდან არ აქვს დავალება შესრულებული,შესაბამისად ენობრივ და შინაარსობრივ მიმართულებაზე არ ვსაუბრობთ. | უჭირს,მაგრამ აქვს მცდელობა გაერკვეს ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. | შესრულებული სამუშაოები შინაარსობრივად და ენობრივად გამართულია. |
| რუკის კითხვა | ვერ კითხულობს.უშვებს უხეშ შეცდომებს. | ესაჭიროება სერიოზული მითითებებები,როგორ მოიპოვოს ინფორმაცია. | დამოუკიდებლად და სრულად მოიპოვებს ყველა საგაკვეთილო მასალას. |
გაკვეთილის გეგმა-ტრადიციების გეოგრაფია
| გაკვეთილის თემა | ტრადიციების გეოგრაფია |
| სწავლების საფეხური და კლასი | II საფეხური,IX |
| მოსწავლეთა რაოდენობა | 6 |
| განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა | არა |
| გაკვეთილის სასწავლო მიზანი | გეო.IX-7 მოსწავლე აანალიზებს ქართული ტრადიციების გეოგრაფიულ თავისებურებებს. |
| მისაღწევი შედეგი | გეო.IX-7.5. მოსწავლეები აკავშირებენ ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნებას საქართველოს ბუნებრივ პირობებთან,ადარებენ სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების სამოსახლოებს,წეს-ჩვეულებებს და მათ შორის მსგავსება განსხვავებას გამოხატავენ სასურველი ფორმით:ნახატებით,ფოტოებით,ადარებენ და აჯგუფებენ სხვადასხვა კუთხის ხალხური რეწვის,ჩაცმულობის,სამზარეულოსა და სუფრის ტრადიციებს.აკეთაბან ჩანაწერებს საწესჩვეულებო რიტუალების შესახებ. |
| გაკვეთილის თანამიმდევრობა/აქტივობა | აქტივობა I- კითხვებით აუცილებელი გავლილი მასალის გამოკითხვა(10წთ) აქტივობა II- ვასახელებ ახალი მასალის თემას და ვცდილობ გავიგო რა იციან ბავშვებმა აღნიშნული თემის გარშემო.(10წთ) აქტივობა III- მოსწავლეები ინდივიდუალურად ეცნობიან გაკვეთილში მოცემულ მასალას და წყაროებს,რუკაზე პოულობენ თემის შესაფერის ობიექტებს,წყაროებს მოიძიებენ ინტერნეტის საშუალებით.მასალის ათვისების მიზნით ვსვამ საკვანძო კითხვებს.(20წთ) აქტივობა IV- შეფასება(5წთ) |
| სასწავლო მასალა და ტექნილური რესურსი | IX კლასის საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო,საქართველოს ფიზიკური და ეთნოგრაფიული რუკა,კომპიუტერი ინტერნეტით(google.ge,საქართველო) |
Подписаться на:
Сообщения (Atom)
